სიახლეები
სკოლები

„სიკეთე მარტივია“ - რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი საინტერესო პროექტი
28-12-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა პროექტი „სიკეთე მარტივია“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქარელში მდებარე კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, სადაც  33 ბენეფიციარია (ხელმძღვანელი ლამარა ბრეგვაძე) 1 დღის გატარება გადაწყვიტეს. ბავშვებმა მათ ახალი წელი მიულოცეს. გასართობი პროგრამა წარადგინეს, რომელიც დღის ცენტრის ბავშვების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - მარიკა ღვინიაშვის ხელმძღვანელობით, პროექტზე მომუშავე გუნდს შეადგენდნენ X კლასის მოსწავლეები: ლიკა მღებრიშვილი, თეკლა მღებრიშვილი, მარიამ ფეჩიშვილი, გვანცა მექვაბიძე, გვანცა ბეჟუაშვილი, ჯონი ზურაბაშვილი, შაკო ზურაბაშვილი, საბა ბალიაშვილი, ნინი ბეჟუაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული დღე სიკეთით, სიყვარულითა და სითბოთი სავსე იყო. დღის ცენტრის ბავშვებმა თავიანთი ნახატები, ნაძერწები წარადგინეს. ასევე, ერთად შეასრულეს ცეკვები და სიმღერები. გაიმართა სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდშიც.

აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრს ჰყავს პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი, რომელიც არის მრავალი წარმატების და მსოფლიო ჩემპიონატების საპრიზო ადგილების მფლობელი.

სკოლაში პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს, რომელსაც პედაგოგები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
როგორც სკოლაში გვითხრეს, გაჩნდა სურვილი, რომ საქველმოქმედო ხაისიათის პროექტი სხვა მოსწავლეებმაც განახორციელონ.

„დიახ, - სიკეთე გადამდებია!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამოქალაქო განათლებას საინტერესო პროექტებით სწავლობენ. პროექტული სწავლება მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესოა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში მზრუნველობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას

აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება