მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შობა-ახალი წლის უქმე დღეებში, მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები დროს ერთად ატარებენ, სახალისო აქტივობების დაგეგმვა დღესასწაულს უფრო მეტად გაგილამაზებთ.
როგორ გავატაროთ არდადეგები მხიარულად? - გთავაზობთ სახალისო იდეებს:
მოაწყვეთ საახალწლო თემატიკის ოჯახური ფოტოსესია - სადღესასწაულო, საოჯახო ფოტოები სამახსოვროდ დაგრჩებათ, სურათების გადაღების პროცესი კი ოჯახის წევრებისთვის სასიამოვნო და სახალისო იქნება.
სახლში მიიპატიჟეთ მონატრებული მეგობრები - თუ წლის განმავლობაში, თქვენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, მეგობრები ხშირად ნახვას ვერ ახერხებთ, შობა-ახალი წელი იდეალური დროა იმისთვის, რომ მონატრებული მეგობრები სახლში მიიპატიჟოთ, გაიხსენოთ ერთად გატარებული დღეები და დრო მხიარულად გაატაროთ.
ოჯახის წევრების მონაწილეობით დაგეგმეთ კულინარიული შეჯიბრება - ეს სახალისო აქტივობა აზარტულიცაა და მხიარულიც. მონაწილეებს შეუძლიათ ერთი და იგივე კერძი მოამზადონ ან ფურცელზე დაწერილი კერძებიდან თვალახვეულებმა შეარჩიონ ერთ-ერთი.
მისწერეთ მისალოცი წერილები საყვარელ ადამიანებს - ინტერნეტის ეპოქაში მიმოწერა სოციალურ ქსელთან ასოცირდება, თუმცა თქვენს საყვარელ ადამიანებს ორმაგად გაუხარდებათ, თუ თქვენგან ხელნაწერ მისალოც ბარათს მიიღებენ.
უყურეთ საშობაო, კომედიური ჟანრის ფილმებს - ოჯახთან ერთად სახალისო ფილმის ყურება დიდი სიამოვნებაა. საშობაო თემაზე კომედიური ფილმი სადღესასწაულო განწყობასაც აგიმაღლებთ და ოჯახურ გარემოში დროსაც მხიარულად გაატარებთ.
გამართეთ წვეულება - თუ ახალ წელს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად შეხვდებით, ეს დღე თქვენთვის ტკბილ მოგონებად იქცევა. წვეულებაზე დაპატიჟეთ ადამიანები, რომლებთან ერთად ყოფნაც გიხარიათ. თუ ტრადიციული სუფრის გარდა საღამოს სახალისო თამაშებითაც გაიმრავალფეროვნებთ, ეს დღე თქვენთვისაც და სტუმრებისთვისაც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.