მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლას პროფესიონალი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს.
მათ შორის ერთ-ერთი მათემატიკის პედაგოგი თამუნა გეგიძეა, მან სკოლაში საინტერესო პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული პროექტის მიზანი შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათემატიკის საგნობრივ მოდულში არსებული უნარების გამოყენებაა.
„მათემატიკა ყველგან და ყოველთვის საავტორო პროექტია, რომელიც შარშან თურქ, პოლინელ, სერბ, ხორვატიელ კოლეგებთან ერთად განვახორციელე „ითვინინგის“ საგანმანათლებლო პორტალზე. მასში ჩარული იყვნენ 11-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები. პროექტს მოდიფიცირება გავუკეთე და გადმოვიტანე ჩვენი სკოლის მათემატიკის კათედრაზე. კათედრის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი. პროექტის მიზანია შემოქმედებითი უნარების განვითარება და არსებული უნარების გამოყენება მათემატიკის საგნობრივ მოდულში. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში მათემატიკა. შეძლოს ამ საგნის გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში. პროექტში ჩართულია მთელი კათედრა და დღეს გამოფენილი ნამუშევრები დასაწყისია იმ აქტივობებისა რომელიც განხორციელდება მთელი სასწავლო წელი“,- წერს პედაგოგი თამუნა გეგიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა