მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - ნოველის დაწერა, რომელიც მერვეკლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეასრულეს.
საინტერეო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა დარეჯან ტუსკაძემ შესთავაზა.
კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მოსწავლეებმა 22 დეკემბერს გამართეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები.
„მერვეკლასელებმა შექმნეს პოსტერები და ჩანახატები წიგნზე, დახატეს პერსონაჟები და ეპიზოდები რევაზ ინანიშვილის ნოველიდან - „წიგნი“, ასევე წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული სოფლის წინავითარების სახელები და წაიკითხეს მათ მიერ შექმნილი, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი ნოველები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა დირექტორისა და დამსწრე პედაგოგების მხრიდან“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა