სიახლეები
სკოლები

„შევხვდეთ ახალ წელს ტაშით და უარი ვთქვათ „საშინელ?!” პიროტექნიკაზე?!“- სამტრედიის N4 და ჭოგნარის საჯარო სკოლების პედაგოგ თეა მეფარიშვილის პროექტი
29-12-2022
-
+


სამტრედიის N4 და ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, თეა მეფარიშვილმა საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი-სოციალური პროექტი - „შევხვდეთ ახალ წელს ტაშით და უარი ვთქვათ „საშინელ?!” პიროტექნიკაზე?!“ - დაგეგმა და განახორციელა.

როგორც თავად მასწავლებელი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში ორივე სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. გაიმართა დისკუსიები თემებზე: 1) არის თუ არა უსაფრთხო პიროტექნიკის გამოყენება? 2) როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყენებენ ადამიანები სიხარულის გამოსახატად პიროტექნიკას? 3) თქვენი აზრით, რა ზიანს აყენებს ან აყენებს თუ არა პიროტექნიკის მასიური გამოყენება გარემოს, სოციუმს და ზოგადად სამყაროს. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა დისკუსიის დროს ძალიან საინტერესო და საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვეს. მაგალითად ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ „ფეირვერკი ფერადია, კაშკაშა, გვხიბლავს რადგან ესთეტიურია, თუმცა დამაზიანებელი“.

სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მოსწვლეებმა შექმნეს: პრეზენტაციები, სადაც ნათლად გადმოსცეს სტატისტიკა თემებზე:

  • რამდენად მასიურად გამოიყენება პიროტექნიკა;
  • რა სახის და რაოდენობის ადამიანის ფიზიკურ დაზიანებას ჰქონდა ადგილი;
  • რომელი ქვეყნები ახდენენ კანონმდებლობით შეზღუდვებს პიროტექნიკის გამოყენების თვალსაზრისით და რა სახის „სანქციებს თუ ჯარიმებს” გამოიყენებენ?!
მოსწავლეთა პრეზენტაციებიდან გაირკვა, რომ საქრთველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის იყვნენ არასრულწლივნებიც. 2021 წელს საქართველის მაშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 36 მათგანს დასჭირდა. 2018 წლის დეკემბერში, საქართველის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მუხედვითაც პიროტექნიკური ნაკეთობების არასრულწლოვანი პირებისთვის მიყიდვა გამოცხადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

მეექვსეკლასელებმა კომპიუტერულ პროგრამა Minecraft-ში ვირტუალური სამყარო - „ახალი წლის  ჯადოსნური ღამე“ შექმნეს. მათ საახალწლო ქალაქში ამკრძალავი, საფრთხისშემცველი საგზაო თუ სხვა სახის პირობითი ნიშნები განათავსეს. Minecraft-ის პროექტის შექმნისას გაეცნენ და გამოიყენეს Code Builder-ის ფუნქციონალი.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამზადდა სხვადასხვა კედლის თუ ელექტრონული პოსტერები. პროგრამა scratch-ში შექმნეს კომიქსი, სახელწოდებით - „შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე.“

მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოძიეს ვიდეო ფაილები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები საუბრობენ პიროტექნიკის საფრთხეებზე. ნანახი ვიდეორგოლებიდან იმსჯელეს, რომ:

  • „პიროტექნიკის გამოყენებისას, ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვს ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით  ბავშვებში;
  • პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძისა და სხვა მავნე მეტალების გამოყოფა, რაც ჯანმრთელობაზე იმოქმედებს;
  • ძალზედ მაღალია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკები, განსაკუთრებით მაღალია ხელის მტევნების, ქვემო კიდურებისა და თვალების დაზიანების რისკები;
  • ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ ბავშვებს და მოხუცებს;
  • პიროტექნიკას აქვს გამანადგურებელი როლი ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის ხმაურისგან განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები;
  • პიროტექნიკის გამოყენება შესაძლოა გახდეს ხანძრის გამომწვევის მიზეზი;
  • პიროტექნიკის ნარჩენები აბინძურებს ქუჩებს.

„დეკემბრის თვის მეორე ნახევარი დღესასწაულებით დახუნძლული ჯადოსნური-ფერადოვანი პერიოდია, თითოეული ჩვენგანი დიდი სიხარულით, იმედით ეგებება ახალი წლის შემობრძანებას. თუმაცა უკვე არაერთი წელია, საახალწლო დღეებში ყველას შეშფოთებას იწვევს პიროტექნიკის გამოყენების და მისგან მიღებული დაზიანებების საკითხი. როგორც ცნობილია, პიროტექნიკის გამოყენება საფრთხეს უქმნის უშუალოდ ადამიანის ჯამრთელობას, ასევე აბინძურებს ჩვენს საარსებო გარემოს და საფრთხეს უქმნის სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. საახალწლო დღესასწაულის დადებით და უარყოფით ჩვეულებებთან დაკავშირებით ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლისა და სამტრედიის N4 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა თეა მეფარიშვილმა საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი-სოციალური პროექტი: „შევხვდეთ ახალ წელს ტაშით და უარი ვთქვათ „საშინელ?!” პიროტექნიკაზე?! “-დაგეგმა და განახორციელა.

ერთთვიანი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება 31 დეკემბერს, როდესაც ჩვენი მოსწავლეები ახალ 2023 წელს შეეგებებიან არა პიროტექნიკის გამოყენებით, არამედ სიმბოლური ქმედებით ტაშით, რითაც ისინი გამოხატავენ მადლიერებას, პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, ვინც უარი თქვა პიროთექნიკის გამოყენებაზე.

სასიხარულოდ, პროექტის არსებობა პირველ ეტაპზე არ სრულდება, პროექტს აქვს მეორე ეტაპი და გრძელდება შედარებით მასშტაბურად. პროექტის შესახებ ინფორმაცია განვათავსეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პლათფორმაზე, სადაც ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის, სოფლის, რაიონის პედაგოგებს. მათ შევთავაზეთ სოლიდარობის პროექტში მონაწილეობა, რაც გულისხმობს: საგანმანათლებლო-გარემოსდაცვით-სოციალურ პროექტ: „შევხვდეთ ახალ წელს ტაშით და უარი ვთქვათ „საშინელ?!“ პიროთექნიკაზე?!“ ერთობლივად განხორციელება მათ სკოლებში. სასიხარულოდ, ინიციატივას, როგორც მოსალოდნელი იყო (დარწმუნებულნი ვართ ამ თემებზე მათ სკოლებში არაერთი აქტივობა განუხორციელებიათ აქმდეც) გამოეხმაურნენ დადებითად, რაც ძალიან გვახარებს და როგორც გვპირდებიან პროექტის განხორციელების შედეგებს გაგვიზიარებენ იგივე პლატფორმებზე.

არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება, ასე საჯაროდ დავასახელო ის საგანმანათლებლო პლათფორმები, რომელზეც განვათავსეთ პროექტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა თქვენი საშუალებითა აუცილებლად უნდა გამოვხატო უსაზღვრო მადლიერება ამ პლათფორმების ადმინისტრატორების მიმართ, რომლებმაც მოგვცეს საშუალება ჩვენი იდეა გაგვეცნო და გაგვეზიარებინა ქვეყნის თითქმის ყველა სკოლის ქალაქის, სოფლის, თუ რაიონის მასწავლებლებისათვის. ასევე, უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებიც შემოუერთთნენ პროექტს და ინტერესით ველით მათგან შედეგების გაზიარებას.

გილოცავთ, მრავალი უსაფთხო-ბედნიერი დღესასწაული გვეზეიმოს“,- წერს პედაგოგი თეა მეფარიშვილი.

იხილეთ ფოტობი:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებს ყუთიდან ამოჰქონდათ ფურცლები და ცდილობდნენ მოცემული სიტყვების მნიშვნელობა აეხსნათ

ღონისძიება ქართული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება