სიახლეები
სკოლები

აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა
29-12-2022
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია, რომელშიც ყველა, დიდი თუ პატარა ჩართულია.

სკოლაში, ახალი წლის ზეიმი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ზეინაბ ჩაკვეტაძისა და მუსიკის მასწავლებლის - მაკა დავითულიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, ფიფქებით, რომლებიც თავად გააკეთეს დარბაზი სიხარულით მორთეს. მათ ნაძვის ხეც ერთობლივად, ლამაზი სათამაშოებითა და საახალწლო დეკორაციებით გააფორმეს.

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებმა ასევე სახალისო სცენები და სკეტჩები გაითამაშეს, ლექსები წაიკითხეს და საახალწლო სიმღერებიც შესანიშნავად შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს, პედკოლექტივის ხელმძღვანელობით, ბავშვებს საჩუქრები(ტკბილეულით) გადაეცათ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ძალიან ნაყოფიერი იყო - ბავშვები გახალისდნენ, დამსწრე აუდიტორია კი სანახაობით ძალიან მოიხიბლა.

„ასე დასრულდა სკოლის პირველი სემესტრი, სკოლის ადმინისტრაცია დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს და ჯანმრთელობას, ბენდიერებას, წინსვლასა და წარმატებას უსურვებს“ , - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება