სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

როგორია მსოფლიოს 2023 წლის მთავარი ნაძვის ხეები?
31-12-2022
-
+


მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ქალაქების ქუჩები სადღესასწაულოდ მოირთო, ცენტრალური მოედნები კი ახალი წლის მთავარმა სიმბოლომ - ნაძვის ხემ დაიკავა.

გთავაზობთ, 2023 წლის მთავარი ნაძვის ხეების ფოტოებს მთელი მსოფლიოდან.

ნიუ-იორკი, აშშ

მანჰეტენზე, როკფელერის ცენტრში, საახლწლო ნაძვის ხის ანთება გრანდიოზული მოვლენაა, რომელსაც ყოველ წელს შთამბეჭდავი ღონისძიება ეძღვნება. 1933 წლიდან ყოველწლიურად ოფიციალურ ცერემონიალზე 45 000 ნათურა ინთება.

ცერემონიალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მას მილიონობით ამერიკელი უყურებს.




ვილნიუსი, ლიეტუვა

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ისევე როგორც შარშან, შთამბეჭდავია. ტორტის ფორმის ინსტალაცია ძველი ვილნიუსის გულში - საკათედრო ტაძრის მოედანზე დგას და მას სიმბოლურად 700 სანთელი ამშვენებს. 2023 წელს ქალაქი დაარსების 700 წელს აღნიშნავს. ამით არის განპირობებული ნაძვის ხის დიზანიც. 





ყველაზე დიდი ნაძვის ხე იტალიაშია

ისევე როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც სიდიდით აბსოლუტური რეკორდსმენი იტალიაში ინგინოს მთის ფერდობზე ჩამოშლილი „ნაძვის ხეა“. 1991 წელს, გინესების რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაძვის ხედ დაასახელა. რეკორდსმენი ნაძვის ხის ფორმის განათებას წარმოადგენს და მისი დანახვა უამრავ ადამიანს შორი მანძილიდან შეუძლია. 



ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე კი რომში კოლიზეუმის წინ დგას. 



ნიდერლანდები, ამსტერდამი

საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად ამსტერდამის მთავარ მოედანზე დგას. მისი სიმაღლე 20 მეტრს აღწევს, გირლიანდის სიგრძე კი 4 კილომეტრს შეადგენს.  

აღსანიშნავია, არა მხოლოდ მისი სილამაზე არამედ ეკოლოგიურობა: გირლიანდა დამზადებულია ენერგიის დამზოგავი შუქდიოდური ნათურებით. 



ბელგია, ბრიუსელი

ბელგიის დედაქალაქის მთავარი მოედანი მომაჯადოებლად გამოიყურება - თითქოს, ქალაქის ცენტრში მგდარ ნაძვის ხეზე მილიონობით პატარა ვარსკვლავი მიმოფანტულა. 

ბრიუსელის ნაძვის ხე ზამთრის სინათლის ფერტივალის შემადგენელი ნაწილია, ხე სიმაღლეში 20 მეტრს აღწევს და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. 





დიდი ბრიტანეთი, ლონდონი 

1947 წლიდან ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს დახმარებისთვის, მადლიერების ნიშნად,  ნაძვის ხეს  ნორვეგია ჩუქნის. წლევანდელი ხე დაახლოებით 60 წლისაა და 19 ნოემბერს, ტრადიციულად, ტრაფალგარის მოედანზე დაიდგა.


ANADOLU AGENCY / GETTY IMAGES

სტრასბურგი, საფრანგეთი 

წინასაშობაოდ, სტრასბურგის ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.  წლევანდელი ნაძვის ხე, ტრადიციულად, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. 



გერმანია, ბერლინი

საშობაო ნაძვის ხე დგას ისეთ საკულტო ადგილას, როგორიცაა ბრანდენბურგის კარიბჭე.



კიევი, უკრაინა

მიმდინარე ომის გამო, უკრაინაში დიდხანს კამათობდნენ დაედგათ თუ არა ნაძვის ხე, ამიტომ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩატარდა და ხალხის გადაწყვეტილებით დაიდგა „უძლეველობის ხე“ , როგორც მას სიმბოლურად უკარინელებმა უწოდეს.  

ნაძვის ხე კიევში, სოფიას მოედანზე დგას და უკრაინის დროშის ფერებშია განათებული, მის კენწეროს კი სახელმწიფო გერბი ამშვენებს.





პორტუგალია, ლისაბონი 

ლისაბონის ნაძვის ხე ეკოლოგიურია და და წლიდან-წლამდე გამოიყენება. 76-მეტრიან ინსტალაციას შუქდიოდები ამშვენებენ. მისი დანახვა შორი მანძილიდან, მათ შორის ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილებიდან, არის შესაძლებელი. ტრადიციულად, მის თაღში ყველას შეუძლია შევიდეს და შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღოს. 



მექსიკა, მეხიკო 

მეხიკოს ნაძვის ხე სიმაღლეში 112 მეტრს აღწევს, ძირში მისი დიამეტრი კი 40 მეტრია. ხელოვნური ხე 330 ტონას იწონის და რვა მილიონი ფერადი ნათურა ამშვენებს. ეს ყველაზე დიდი ტრადიციული ნაძვის ხეა მსოფლიოში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება