მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ელექტრონული ჟურნალის დახურვამდე დამრიგებლებმა მოსწავლეთა ყველა საგნის სემესტრული შეფასებები უნდა გადაამოწმონ.
საგნის პედაგოგებს ჟურნალში შეფასებების ჩასაწერად დრო 9 იანვრამდე აქვთ. ჟურნალის დახურვამდე კი დამრიგებლებმა მოსწავლეთა ქულები უნდა გადაამოწმონ, რადგან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, მცირე უზუსტობის გამოც შესაძლოა, კომპიუტერის ან მედლის მიღების შანსი დაკარგონ. ელექტრონული ჟურნალი სემესტრულ ქულებს სწორად ითვლის, მთავარია, რომ საგნის პედაგოგებს ყველა შეფასება ჟურნალში შეტანილი ჰქონდეთ. უზუსტობის შემთხვევაში კი ხარვეზი დროულად გამოასწორონ.
მოგეხსენებათ, მოსწავლეებს, რომლებიც საბაზო საფეხურს წარჩინებით დაამთავრებენ და მათი საფეხურის ქულა იქნება 10, საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცემათ. რაც შეეხება საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, ვერცხლის მედალს ისინი მიიღებენ, ვისაც ნიშნების საშუალო არითმეტიკულით ყოველი წლის ბოლოს 9.8 დან - 10 მდე გამოუვა. ოქროს მედლის მფლობელები კი ისინი გახდებიან, რომელთა წლიური დამრგვალებული ქულაც იქნება 10. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის შეფასებები ჟურნალში სწორად ასახული არ იქნება, სემესტრული ქულაც შესაბამისად დაანგარიშდება და წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერის ან მედლის მიღების შანსს დაკარგავენ.
შეგახსენებთ, რომ დამრიგებლებს მიმდინარე სემესტრის შეფასებების ნახვა შეგიძლიათ ელექტრონული ჟურნალის მოდულში „მონაცემები“ – გვერდზე - „შეფასების დეტალური რეპორტი“. სემესტრული და წლიური შეფასება კი შეგიძლიათ ნახოთ მოდულიდან „მონაცემები“ - გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.
იხილეთ ასევე: სემესტრული ნიშნები 9 იანვრამდე უნდა შეიტანოთ ჟურნალში - განმარტება პედაგოგებისთვის
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე