მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ვიკითხოთ ერთად” მორიგი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებაში მოეწყო. ღონისძიებას პედაგოგები - ეკა მაჩიტაძე, მუსიკის მასწავლებელი რუსუდან აბაშიძე და ხელოვნების პედაგოგი ნინო მაკალათია ხელმძღვანელობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა საგანთა შორის ინტეგრაციასა და წაკითხულისადმი შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს.
მოსწავლეებმა წარადგინეს წაკითხული წიგნის - არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი”. გააცოცხლეს პერსონაჟები, დახატეს, აამღერეს და გამართეს დიალოგი სალამურასა და ბაიას შორის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა