მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო განწყობით ეგებებიან. მათ გუნება-განწყობაზე სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს.
29 დეკემბერს, სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - წარმოთქვეს თემატური ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, შეიქმნეს საახალწლო განწყობა, იყვნენ შემოქმედებითები და მოტივირებულები.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დამდეგ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს ულოცავენ.
„ასე გავაცილეთ ძველი წელი და ახალი იმედებით და წარმატებების მოლოდინით ვხვდებით ახალს.
პანტიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგიური კოლექტივის სახელით ვულოცავ დამდეგ ახალ წელს სრულიად საქართველოს. წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის. მრავალ ახალ წელს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა