სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორიგინალური საახალწლო წარმოდგენა
30-12-2022
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეები 2023 წლის შემობრძანებას მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო ღონისძიებით ეგებებიან.

მესამეკლასელები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარგდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სუფრა გააწყვეს არა პურ-მარილით, არამედ - ლამაზი, თბილი, ტკბილი და გემრიელი სიტყვით. ბავშვებმა სცენაზე იმღერეს, იცეკვეს, მათემატიკის გაკვეთილი სპექტაკლის სახით წარმოადგინეს და დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, სინათლე მზისა, წყალობა ღვთისა! გულუხვი წელი თუ გსურთ რომ ვიყო, მონდომებულნი თქვენ გმართებთ იყოთ! დაიკაპიწეთ ხელები მარდად, და დაუდექით პრობლემებს მაგრად. წიგნის მეგობრად იქეცით და გთხოვთ, სწავლას, მცდელობას, ვარჯიშს ნუ დაგმობთ! თუ დამიჯერებთ, თქვენც გულს იჯერებთ! ბედნიერი და ლაღი დღეები არ დაგელევათ, არ დაიბნევით! წარმატებული და მხნე იქნებით!.. ასე დალოცა მე-3 კლასის „ახალმა  წელმა“ შეკრებილი მაყურებელი... ღონისძიებისას  სცენაზე  გოჭ-მამალ-წიწილას საპროტესტო აქცია გაიმართა.  მამალმა განაცხადა, რომ ომს უცხადებდა საზოგადოებას, რადგან მასაც სურდა მონაწილეობა საახალწლო მხიარულებაში და არ სურდა ნიგვზის აბაზანები.  გოჭმა განაცხადა, წელს კატა ვიქნები და მშვენივრად ვიკნავლებ,  არ მინდა სუფრაზე წამოწოლაო, წიწილას კი სწავლა და განვითარება სურს თურმე. ჰოდა, მე-3 კლასელებმა გადაწყვიტეს გაეთვალისწინებინათ მათი მდგომარეობა და სუფრა არა ჩვეული პურ-მარილით, არამედ  სიტყვებით გაშალეს, თბილი, ტკბილი, გემრიელი სიტყვებით. ფიალებითა და ყანწებით მოზიდეს  სითბო, სიყვარული, სევდაც (სიხარულს უხდებაო ოდნავ მოწყენაც, ), იმედი, რწმენა... შესვეს და მაყურებელსაც შეასვეს. დადებითი განწყობით შეზარხოშებული დარბაზის წინ კი პატარა სპექტაკლის სახით მათემატიკის გაკვეთილიც წარმოადგინეს. იცეკვეს, იმღერეს  და ბავშვური სილაღით დაიწყეს საათების ათვლა ახალ 2023 წლამდე, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება