სიახლეები
სიახლეები

დირექტორობის გამოცდა 22 იანვარს ჩატარდება ელექტრონულად - ყველა დეტალი
30-12-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის  კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის  ამჯერად ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023  წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი.

დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ და თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

დირექტორობის გამოცდაზე წელს, მხოლოდ 997 აპლიკანტი დარეგისტრირდა - სრული სტატისტიკა და დეტალები

ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს. რაც შეეხება, მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. ტესტირების დროის გახანგრძლივების მიზნით, მხედველობის პრობლემის მქონე პირებმა წინასწარ უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი მხედველობის შესახებ სამედიცინო დასკვნასთან ერთად.

ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ გამოქვეყნდება 2023  წლის 17 იანვარს ვებგვერდზე – https://directors.mes.gov.ge.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://directors.mes.gov.ge, ხოლო ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – https://el.ge/webinars/subjects/101?filter=ended.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება