მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
ის თითოეულ მათგანს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს.
მსურს, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს – გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, 2023 წელი თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ახალ, 2023 წელს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას და ისეთი განათლების სისტემის შენებას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.
კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ყველას, 2023 წელი ყოფილიყოს წარმატების, წინსვლისა და განვითარების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.