სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

რას უყურებენ სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ჩვენთან „კუჩხი ბედინერი“ გადის
03-01-2023
-
+


სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის შეხვედრის საკუთარი ტრადიციები აქვთ, მაგრამ თითქმის თითოეულში, ისევე როგორც ჩვენთან, წლიდან-წლამდე ამოჩემებულ საახალწლო ფილმებს უყურებენ. საინტერესოა, რა გადის სხვა ქვეყნების ტელევიზიებში, მაშინ, როცა ქართულ ტელეეკრანებზე „კუჩხი ბედინერი“ უკვე მრავალი წელია შეუცვლელია. 

ჩვენ, სწორედ ასეთ ფილმებს მოვუყარეთ დღეს თავი:

„რეალური სიყვარული“ - დიდი ბრიტანეთი 



ეს ფილმი არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მსოფლიოშიც ძალიან უყვართ. ლამაზი, ემოციებით, სითბოთი და ძლიერი სამსახიობო შემადგენლობით სავსე ფილმი ნამდვილად რომ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

„ეს მშვენიერი ცხოვრება“ - აშშ



მთავარი ამერიკული საშობაო ფილმი, რომელის ყურებაც ეროვნულ ტრადიციად იქცა. ფრენკ კაპრამ ამ ფილმის გადაღებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.

„90-ე დაბადების დღე ან ვახშამი ერთისთვის“ - გერმანია


ეს სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემაა. 1963 წელს, გერმანულმა არხმა - NDR პიესის -„ვახშამი ერთისთვის“ დადგმა ჩაწერა. შავ-თეთრი კომედიური ტელესპექტაკლი 1988-დან 1995-წლამდე ყველაზე პოპულარულ გადაცემად იქცა. ის ტელევიზიით 3300-ზე მეტჯერ აჩვენეს.

„სანტა გასაყიდად“ - ფინეთი




ეს არაორდინალური ფილმი კოლორიტული პერსონაჟებით, კეთილი იუმორით და დაუვიწყარი ატმოსფეროთი ფინეთში საახალწლოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

„სასწაული 34-ე ქუჩაზე“ - კანადა



კიდევ ერთი ძველი კინოჰიტი - ისტორია იმის შესახებ, რომ თითოეულ ჩვენგანში სანტა-კლაუსი ცოცხლობს, მაგრამ ვიღაცას ეს როლი გაცილებით მეტად უხდება. ჯორჯ სიტონის 1947 წლის ფილმის მიხედვით რამდენიმე ახალი კინოსურათიც გადაიღეს.

„შობა, რომელიც ლამის არ დადგა“ (Il Natale che quasi non fu) - იტალია 



იტალიური კომედიური ფილმი, რომელსაც 1970-იანი წლებიდან რეგულარულად აჩვენებდნენ ტელევიზიით შობა-ახალ წელს და დღემდე იტალიელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ

მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება