მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, მსურს, უდიდესი პატივისცემით გულითადად მოგილოცოთ ღირსშესანიშნავი თარიღები – აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილე.
თქვენ უკვე მრავალი წელია ერის სულიერ აღმავლობაზე ზრუნვით გვატარებთ ჭეშმარიტების გზაზე და თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითს წარმოადგენთ.
ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობის, ერის განათლებისა და ქვეყანაში კეთილდღეობისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ საიუბილეო თარიღებს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - წერია მიხეილ ჩხენკელის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.