მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში, პირველ სემესტრში აქტიურად ტარდებოდა შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აქტივობები, მათ შორის არის ხელოვნების მიმართულებით მოწყობილი შთამბეჭდავი აქტივობა, რომელსაც პედაგოგი თამარ გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შემოქმედებითი პროცესიით მიიღეს სიამოვნება და თავისი ნამუშევრები კლასში გამოფინეს.
„კადრები წარსულიდან“ ხელოვნების კვალი არის უძირო და უანგარო... ყოველი დეტალი, რომელიც გადმოგვცემს მოქმედებას და მეტყველებს -არის შინაგანი გამოძახილი. ხანდახან ვუყურებთ ცნობილი მხატვრების შემოქმედებას და თითქოს მის თვალებში ვიძირებით.. ვიკარგებით უგზოუკლოდ..!
განუმეორებელი გადმონაშთი თავისი, სიცხადით გვესახება, მკაფიოდ გვევლინება თავისი-განწყობით და იდენტურობით. ეს ის შეგრძნებაა, რომელიც გასაზიარებელია მომავალი თაობისათვის, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ერთ გავლებულ შტრიხს, ერთ გადაფერილ სამყაროს და ერთ გასხივოსნებულ პორტრეტს...
სწორედ ამ სიყვარულის კვალზე, დაბა თამარისის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა თამარ გოგოლაძემ, გააცოცხლა წარსულის კადრები 21-ე საუკუნის პერსონაჟებით...
გოგონებმა აბსოლუტური სიზუსტით გამოხატეს დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ...
დიდი მადლობა მათ ამ ძალისხმევისთვის... გისურვებთ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა