მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 2022 წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს.
27, 28 და 29 დეკემბერს I, II, III და IV კლასების მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებლები: ციცინო ბორაშვილი, ხათუნა ქევხიშვილი, მაკა ყორღანაშვილი, ირმა აფციაური, ნანა ჩობალაური, ანა რცხილაძე) საახალწლო წაამროდგენა - „საშობაო ზღაპარი“ , გამართეს, რომელიც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმეს. მოსწავლეებმა ასევე საინტერესო და სახალისო სკეტჩები გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დერეფნები და საკლასო ოთახები მასწავლებლების და მშობლების ძალისხმევით, საახალწლო ნაძვის ხეებით და ბრჭყვიალა სათამაშოებით მოირთო, იმისთვის რომ ბავშვებისთვის, საახალწლო განწყობა შეექმნათ.
ღონისძიებას თოვლის ბაბუაც ესტუმრა, რომელმაც პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
წარმოდგენებს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი - დიანა არუნაშვილი.
ბავშვებმა დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს და ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა