მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებს, სკოლაში შექმნილი წინასაახალწლო ფუსფუსი, უმაღლებდათ განწყობას და ახალი იმედებითა და ოცნებებით ელოდნენ 2023 წლის შემობრძანებას.
„პოზიტიური განწყობა, ბედნიერი სახეები, გაბრწყინებული თვალები, სიხარულის ჟრიამული იყო ჯგალის თემის საჯარო სკოლაში.
2 წელია პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციების გამო მსგავსი სილაღით არ აღგვინიშნავს ახალი წლის დღესასწაული.
ყველა კლასმა განსხვავებული ფორმატით შემოგვთავაზა საახალწლო ნომრები. იყო შეჯიბრება, ნომინაციები, ცეკვა-სიმღერა, ლექსები, სპექტაკლი.
17 დეკემბრიდან სკოლის ფოიეს ამშვენებდა ლამაზად მორთული ნაძვის ხე და მოსწავლეებისთვის ყოველ დიდ დასვენებაზე ჟღერდა ხალისიანი, საახალწლო სიმღერები. მოსწავლეები ცეკვა-თამაშით ქმნიდნენ მხიარულსა და ამაღლებულ განწყობას“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა