მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. როგორც ყოველთვის, სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობდნენ და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩნა-განვითარებას ცდილობდნენ.
28 დეკემბერს, ქსოვრისის საჯარო სკოლის IV კლასში, USAID- ის პროგრამის ფარგლებში, კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამუნა ლოხიშვილი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილი USAID- ის ქოუჩმა, ირმა ტატიშვილმა შეაფასა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლია ხაჩირაშვილი.
„დამუშავდა G-PRIED-ის ჯიბე, მოსწავლეებმა უპასუხეს მამოტივირებელ კითხვებს, გამოთქვეს ვარაუდები, წაიკითხეს ტექსტი გაგრძელებებით, გამიჯნეს ფაქტები და ვარაუდები ერთმანეთისაგან, მოახდინეს თვითრეფლექსია გასასვლელი ბილეთებით. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები ფასდებოდნენ ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასებით, გაკვეთილის ბოლოს კი შეფასდნენ შეფასების რუბრიკით, გაკვეთილი წარიმართა პროექტორის დახმარებით, ფერადი თვალსაჩინოებებით და რეალური თვალსაჩინოებებით (ჯიბის საათი და ჯინსის შარვლის პატარა ჯიბე) საგაკვეთილო აქტივობები დაგეგმილი იყო სსსმ მოსწავლისთვისაც“,- გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი შეფასდა დადებითად, ქოუჩმა ირმა ტატიშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებელს საინტერესო და აქტიური გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა