მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო განწყობით შეეგებნენ.
სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, როგორც მშობლიურ ასევე ქართულ ენაზე. მოსწავლეებმა აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - რიდა გალსტიანი, ლუსია უზუნიანი, ხათუნა ლომიძე, ვერა მოროზმოვა და სხვა.
სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა