მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა განათლების სამინისტროს ფუნქციები.
დოკუმენტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას; ასევე, იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს, გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს; მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს; მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს.
სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.