სიახლეები
სიახლეები

როდის იწყება საშობაო არდადეგები უნივერსიტეტებში? - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური კალენდარი
06-01-2023
-
+


საშობაო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში დაწყებულია, საინტერესოა როგორ რეგულირდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დასვენების დღეები - სტუდენტთა აკადემიური კალენდარი ყველა უნივერსიტეტში განსხვავებულია. სასწავლო განრიგი ყველგან ინდივიდუალურად განისაზღვრება. etaloni.ge- მ შეაგროვა ინფორმაცია, თუ როდის იწყება საშობაო არდადეგები უნივერსიტეტებში და რა ვადებშია გაწერილი.


ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის არდადეგები 1 იანვარს დაიწყო და 10 იანვრამდე გაგრძელდება, მოგვიანებით ისევ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და 23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ზამთრის არდადეგებით ისიამოვნებენ. 

ხოლო, მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის არდადეგები იწყება 23 თებერვალს და გრძელდება 5 მარტამდე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საშობაო არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საშობაო არდადეგები 1 იანვარს დაიწო და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ზამთრის არდადეგები კი, 26 თებერვალიდან - 5 მარტის ჩათვლით იქნება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტუდენტებს საშობაო არდადეგები 31დეკემბერს დაეწყოთ და  6 იანვრის ჩათვლით ისვენებენ, რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს 20 თებერვლიდან 25 თებერვლამდე იქნება გაწერილი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დასვენების დღეები 25 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კი, ცოტა მოგვიანებით,  31 დეკემბრიდან დაიწყო და მათაც ექნებათ შესაძლებლობა 8 იანვრის ჩათვლით დაისვენონ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

საშობაო არდადეგები უნივერსიტეტში  30 დეკემბერს დაიწყო და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტები საშობაო არდადეგებით 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით ისიამოვნებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება