მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით. პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.
სემესტრიც შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
საახალწლო ზეიმი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის იმღერეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. პედაგოგებმა მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს.
შემეცნებითი კუთხით ჩაერთო მე-5 კლასი. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს. ასევე გაიმართა სანტას საჩუქრების გადაცემა. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა.
ღონისძიებას შორენა კუჭუხიძე და ხათუნა სახვაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ