მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:
ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 5533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 7679.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 6533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 9599.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 12133.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 9199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 14719.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 10199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 17253.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში.
საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:
ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს;
ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს;
გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს.
დ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა ან ცალკეულ პროგრამაზე მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს.
გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხისა და შესაბამისი საპენსიო შენატანისგან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები