მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგები საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივ ჯგუფში შედიან და მათ, პარალელურად, კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლებაც აქვთ. მიუხედავად ამისა, მასწავლებლები სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ, რომ ზოგიერთი კლინიკა მათ საჭირო კვლევებს სრულად არ უფინანსებს, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტები და ამბულატორიული მომსახურება საერთოდ არ უფინანსდებათ და ნებისმიერ გამოკვლევაში თანხას იხდიან.
მთავრობის დადგენილებით, მასწავლებლები იმ პირთა სიაში არიან, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვა ეკუთვნით და ისინი, სხვა ბენეფიციარებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ. შეიცვალა თუ არა რაიმე მასწავლებელთა სადაზღვევო პაკეტში, ამის გადასამოწმებლად etaloni.ge-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთადერთი რაც მასწავლებლებისთვის შეიცვალა ისაა, რომ ისინი დეკრეტული შვებულების პერიოდში, საჯარო მოხელეების მსგავსად, ხელფასის 100%-ს მიიღებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, უწყების ვებგვერდზე დეტალურადაა განხილული, თუ რა მომსახურებებს აფინანსებს სახელმწიფო.
მასწავლებლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა მიმართონ ამბულატორიას ან პოლიკლინიკას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს:
ექიმ-სპეციალისტთა მომსახურებას - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;
ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტული გამოკვლევებს:საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ამ კატეგორიის მოსარგებლეთათვის გეგმური ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება 100%-ით, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით.
წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი.
ინფექციური დაავადებების მართვა ფინანსდება:
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას:
წლიური ლიმიტი - 25 000 ლარი.
მშობიარობა და საკეისრო კვეთა:
ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს შემდეგი ლიმიტების გათვალისწინებით:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა