მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამორჩეული იყო საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქის ილია II-ის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და მათი დასკვნითი ნაწილი - პირველი სასკოლო კონფერენცია.
კონფერენცია 22 დეკემბერს გაიმართა და მასში ინტეგრირებულად მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები. თითოეულმა მათგანმა საინტერესო თემები წარმოადგინა:
კონფერენციას სტუმრობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებელი ნათია დავითაია და მე-10 კლასის მოსწავლე ანა ცაავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა თემა - „პატრიარქის მოძღვარი - შიო ძიძავა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატრიარქს მიულოცეს ნათლულებმა (ინგა, ლილე, ილია, მარიამი), კულტურის სამსახურის უფროსმა ნათია შონიამ და სკოლის დირექტორმა ბატონმა რამინ ჯალაღონიამ.
კონფერენციის ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ