მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. სკოლამ წლის ბოლოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან და ამერიკული ორგანიზაცია PH International-ისგან მადლობის სიგელები მიიღო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას მადლობის სიგელი PISA-ს საერთაშორისო კვლევის ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცა, PH International-მა კი - პროგრამაში - „მომავლის თაობა გამოჩენილი მაღალი აქტიურობისთვის.
სკოლის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი სკოლის დირექტორის - მზია კაპანაძის პროფესიონალიზმია. სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი სკოლას და მის ხელმძღვანელს წარმატებას ულოცავს.
„ჩემი უსაყვარლესი მზია მასწავლებელი! ძალიან თბილი, მოსიყვარულე პიროვნული ღირებულებებით აღსავსე... ხშირად მიფიქრია ცვლის ადამიანს თუ არა „ერთპიროვნული სტატუსი“?! წლებმა დამარწმუნა რომ, ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი ადამიანი არასოდეს არ იძირება არანაირი სტატუსის ფსკერზე... არ ილექება... არ ბათილდება და არასოდეს არ იშლება მეხსიერებიდან... არ დამავიწყდება ის კეთილგანწყობა რაც პირველად დავინახე თქვენს თვალებში, ეს იყო იმ დიდი მეგობრობის და თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც წლობით დაილექება ჩემს პროფესიულ მოღვაწეობაზე... ეს ჯილდოები მცირეა თქვენი დასმახურებებისათვის... დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მზია კაპანაძე... დამსახურებული ჯილდოებით და პატივისცემით... გისურვებთ წარმატებას თქვენ და ყველა იმ პედაგოგს, რომლებიც მთელი არსით არიან ჩართულნი სკოლის წინსვალაში... პატივისცემით, ნინოდოხტურიშვილი“,- ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ