სიახლეები
სიახლეები

საშობაო ლექსები ბავშვებისთვის
07-01-2023
-
+


7 იანვარს საქართველოში ქრისტეს შობის დღესასწაული აღინიშნება. გთავაზობთ, რამდენიმე საშობაო ლექსს, რომელიც შეგიძლიათ ბავშვებს ასწავლოთ: 


საშობაო
(ედუარდ უგულავა)

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსა.
შენ გელოდა ეს ქვეყანა,
შენ მაღალს და შენ ერთსა!..
თოვლი მოდის და ზეციდან
მადლი გვათოვს სიცოცხლის,
თუ ჩვილ უფალს ღვთისმშობელი
კეთილ თვალებ გიკოცნის?!.
ო, უფალო, კაცის ცოდვილ
სულის შველად მოსულო,
-ქრისტე იშვა!
-ქრისტე იშვა!
საქართველო ლოცულობს!

 

შობაა!
(ნესტან კუპრავა)

შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი!
შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი!
ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით,
ღმერთს შევთხოვ პატარა, გულწრფელი ლოცვით:
-ღმერთო, გევედრები პატარა თამრიკო,
ცრემლი და წუხილი ქვეყნად რომ არ იყოს!
მალე გამიხარე ყოველი ქართველი!
ღმერთო! ამიყვავე სამშობლოს მთა-ველი!
ხარ ყოვლადკეთილი! ხარ ყოვლადძლიერი!
ქრისტეო! საქართველო მიქმენ ბედნიერი!

ოცდახუთსა დეკემბერსა

(ნესტან კუპრავა)

„ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“
ბარაქა და ოქროს ხვავი
თქვენს მარნებს და ბეღლებსაო!

ანგელოზები გალობენ:
-უფალს ჩვენსას დიდებაო!
ცის კარები გამოაღო,
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ვარსკვლავები ელვარებენ:
-კურთხეული ჟამიაო,
ცის საყვირი აგუგუნდა:
-სასწაულთა წამიაო!

მთვარემ მუხლი მოიყარა,
-ზეციური ჩვილიაო!
ცამ ძილი არ გაიკარა:
-უფლის ნახვა ტკბილიაო!

ღამე გაოცებულია:
-მე ვარ ასე ნათელიო?
ქარი ამბობს:- მიაგებეთ
უფალს თაფლის სანთელიო!

ქრისტეშობა კი გვიღიმის:
- უფლისა მაქვს სახელიო!
რას მიქვია მწუხარება!
რას მიქვია ნაღველიო!

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი!
სუფევა და დიდებაო!
ქრისტეშობის ოცდახუთსა
ჩვენთან მოსვლა ინებაო!

ალილო
(ტრადიციული ინგლისური ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

შობა გათენებულაო!
მოვიმღერით ალილოს!
სულ წაგეღოს ყველა დარდი,
ძველო წელო, ჩავლილო!

დაგებედოთ სიყვარული
გზა კეთილი სავალი!
ღმერთმა მოგცეთ სიხარული,
ქრისტეშობა მრავალი !

განა ვართ მაწანწალები,
კარდაკარ რომ დადიან?
თქვენი უბნის ბავშვები ვართ,
მეგობრები, ცხადია.

შინ ბუხართან როცა თბებით
გემრიელად სადილობთ,
გამოგვხედეთ, სიცივეში
გავიძახით ალილოს!
ალათასა ბალათასა!
ხელი ჩავყავ კალათას,
გაგვიშალეთ კარგი სუფრა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქას!

ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ
სახლის პატრონს, პატარებს,
უხვი თუ ხარ, ზეციერი
ბედნიერად გატარებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება