მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
6 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, - ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. როგორც ცნობილია შემთხვევა აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ ნიუპორტ ნიუზში მოხდა.
ქალაქის პოლიციის უფროსმა, სტივ დრიუმ აღნიშნა, რომ ბიჭსა და 30 წლის პედაგოგს შორის ჩხუბის დროს, ბავშვმა ჩანთიდან რევოლვერი ამოიღო და ერთი გასროლით დაჭრა მასწავლებელი. ირგვლივ სხვა არავინ დაშავებულა.
ბავშვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა შტატის კანონებიდან გამომდინარე, ამ ასაკის არასრულწლოვანი სასამართლოს წინაშე ვერ წარდგება.
სკოლამ ფაქტი ბიჭის დედას შეატყობინა, ხოლო სკოლების ინსპექტორმა, NY Times-თან განაცხადა: „მე ვერ გავაკონტროლებ ბავშვების ხელმისაწვდომობას იარაღთან, ასევე პედაგოგებსაც არ შეუძლიათ ამის გაკონტროლება“.
გამოცემისვე ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მიერ სკოლაში იარაღის გასროლის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული - 2011 წელს, ჰიუსტონში 6 წლის ბიჭმა სამი თანატოლი დაჭრა, 2021-ში მისსისიპიში, პირველკლასელმა იარაღით თამაშისას მეგობარს ესროლა, ხოლო მესამე შემთხვევაში, 6 წლის ბავშვმა სკოლის დერეფანში გოგონა მოკლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები