სიახლეები
სკოლები

„მჯერა, კაფსულას 20 წელიწადში ერთად გავხსნით და ვნახავთ, რამდენად სწორად ვიარეთ მიზნისკენ“-თბილისის N103 სკოლის XI კლასელებმა „დროის კაფსულა“ შექმნეს
09-01-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის ნათელი მაგალითია, XI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა, რომელიც მეთერთმეტეკლასელებმა პირველ სემესტრში განახორციელეს. 

XI კლასის მოსწავლეებმა, კლასის საათის ფარგლებში, პედაგოგ ხათუნა მირველაშვილის ხელმძღვანელობით, „დროის კაფსულა“ შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „დროის კაფსულის“ შექმნის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს აწმყოში საკუთარი მდგომარეობა და დააკავშიროს ის მომავალთან; სასურველი მომავლის მოდელის შექმნისას უკეთ გაიაზროს საკუთარი მიღწევები და დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება დღევანდელი ქმედებები მას მიზნის მიღწევაში; განუვითაროს მათ კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და კრეატიული მიდგომის უნარ-ჩვევები.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ინდივიდუალურად მისწერეს საკუთარ თავს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ცხოვრება ოცი წლის შემდეგ. ყველა წერილი შეიკრა ლენტით და მოთავსდა პოლიეთილენის ბოთლში, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილას, სკოლის ეზოში, ჩაიფლა და დაილუქა 26.12.2042 წლამდე.

„დრო მდინარეა, რომელიც არ ანელებს თავის დინებას არც ერთი წამით. ვიღაც ასწრებს ფეხის დასველებას, ვიღაც ჩაყვინთვას, ვიღაც კი თავისუფლად ცურვას“,- მოჰყავს კარლ იუნგის სიტყვები პედაგოგ ხათუნა მირველაშვილს და აქტივობის შესახებ გვიყვება. 

„გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც დააფიქრებდა ჩემს მოსწავლეებს აწმყოსა და მომავალზე. ამისთვის ყველაზე კარგ საშუალებად „დროის კაფსულის“ შექმნა მივიჩნიე, იდეა გავუზიარე ბავშვებს და
სისრულეშიც მოვიყვანეთ.

მახსოვს, ჯერ კიდევ მეექვსე კლასში, ერთ-ერთ „კლასის საათზე“ ვისაუბრეთ დროზე, როგორც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე. მაშინ ვახსენე, რომ ჩვენს ხელთ მხოლოდ აწმყოა, წარსული „აღარ არსებობს“ და მომავალი - ილუზიაა. თუმცა ჩვენი ქმედებები აწმყოში, დიდ გავლენას ახდენს
მომავალზე.

დღეს უკვე მეთერთმეტე კლასში, გავუსწარით დროს და ოცი წლით წინ განვჭვრიტეთ ჩვენი მომავალი. დავწერეთ ის, რაც გვინდა რომ მოხდეს, ან ის, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი. ბავშვებმა გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ქმედებების როლი ჩვენი მომავლის შენებაში და
ის, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს.

მჯერა, დალუქულ კაფსულას 20 წლის შემდეგ ყველა ერთად გავხსნით და ვნახავთ რამდენად სწორად ვიარეთ მიზნისკენ,“- აღნიშნავს ხათუნა მირველაშვილი.

„დრო შეუფასებელია, კარგად დაფიქრდი რაზე ხარჯავ მას“,- ბერნარდ შოუ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება