მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N1 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის გათიშვის გამო სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროითაა შეწყვეტილი; ინფორმაციას აღსაზრდელთა მშობლები ადასტურებენ. მათი თქმით გათბობის სისტემა გასულ თვეში დაზიანდა, აღდგენის შესახებ კი, ადმინისტარიიცსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს.
„გათბობის სისტემა გააკეთეს, რომელმაც 2 კვირა იმუშავა და დაიწვა. ამბობენ რომ ნაწილს ვერ შოულობენ და დაკეტეს ისევ გაურკვეველი ვადით. ბაღი 29 დეკემბერს დაიკეტა მაგრამ 26-ში გათბობა უკვე აღარ იყო. ელექტრო გამათბობელი ჩართეს, რადგან საახალწლო ღონისძიებები იყო და „პლიტით“ გამთბარ ფოიეში იყვნენ ბავშვები”, – გვიყვებიან მშობლები.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს აღდგა, თუმცა როდის განახლდება სწავლა პირველ ბაღში, მშობლების თქმით, ეს ჯერ გაურკვეველია.
„დღეს უნდა განახლებულიყო სააღმზრდელო პროცესი, წუხელ დაპოსტა მასწავლებელმა, რომ ბაღი არ იმუშავებს. როდემდე, ან სხვა კითხვაზე პასუხს არ გვცემენ, ჩვენ კი ვმუშაობთ და უდიდეს დისკომფორტს გვიქმნიან”, – ამბობენ მშობლები.
წყარო „მოზაიკა“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები