სიახლეები
სიახლეები

„მეგონა, საახალწლოდ საჩუქარს გაგვიკეთებდნენ და გამოცდაჩაბარებულებს სტატუსს მოგვანიჭებდნენ“ - რას მიიჩნევენ უსამართლოდ პედაგოგები
12-01-2023
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიული უნარების საგამოცდო ზღვარი წარმატებით გადალახეს, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის მოლოდინში არიან. 

ოქტომბრის ბოლოს სკოლებმა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია მიიღეს, სადაც ის აქტივობები იყო ასახული, რისი გაკეთებაც, სავარაუდოდ, სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს მოუწევდათ. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტრომდე მიეტანათ, დეკემბერში კი პედაგოგების პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის საბოლოო ვერსია უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა მასწავლებლები ამ დრომდე გაურკვევლობაში არიან და არ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ კარიერული წინსვლისთვის.

სოციალურ ქსელში წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლები იმედს გამოთქვამენ, რომ სამინისტრო მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სტატუსის ამაღლების მსურველებს არჩევანის საშუალება ექნებათ - ჩააბარონ გამოცდა ან შეუფასდეთ პორტფოლიო.

„მეგონა საახალწლოდ საჩუქარს გაგვიკეთებდნენ და გამოცდაჩაბარებულებს სტატუსს მოგვანიჭებდნენ“;

„ვინც პორტფოლიოს დაიცავს, სასწავლო წლის ბოლოს შეეცვლებათ სტატუსიო და ჯერ კიდევ არ ვიცით დაზუსტებით, რა დოკუმენტების მიხედვით უნდა შევფასდეთ“;

„დასამუშავებელ დოკუმენტის უკუკავშირში ყველა გამოცდაჩაბარებულმა პედაგოგმა და ალბათ, სკოლების უმრავლესობამ მიუთითა, რომ სტატუსის ცვლილება მხოლოდ გამოცდის შედეგების საფუძველზე მომხდარიყო. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ გაითვალისწინებენ უმრავლესობის ხმას“;

„სამი წელი გამოცდას ველოდით და ნუთუ აქამდე ვერ მოიფიქრეს მერე რა ნაბიჯები უნდა მოეთხოვათ...უსამართლობის პიკი...გამოცდას ჩაბარება სჭირდება და არა „კუდი“;

„ჩვენ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა წინასწარ უნდა გავაცნოთ და მართალიც არის უნდა იცოდნენ რას ვაფასებთ და როგორ. ჩვენ შეფასების კრიტერიუმებს ჯერ არ ვიცნობთ და იქნებ ვერ გავითვალისწინოთ ყველაფერი, თან ვინც უფროსი იყო და მენტორის ქულა აიღო 3 წლით რომ ენახება ქულა ,ერთი წელი გაურკვევლობაში გავიდა. პრაქტიკული ნაწილისთვის ბევრი ვიშრომეთ, პორტფოლიოებს ავტვირთავთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, პრაქტიკული ნაწილის კირკიტის გარეშე მოგვენიჭოს. ამ ოთხი მიმართულებიდან ერთიც რომ დაგვიწუნონ, კიდევ ერთი წელი მოგვიწევს ლოდინი, უსამართლობა იქნება ეს, რადგან პირველია და თვითონაც ახლა მუშაობენ იმაზე, რის შემოწმებასაც გვიპირებენ.“

etaloni.ge-მ არაერთხელ სცადა, გაერკვია, კონკრეტულად როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის საბოლოო ვერსია, თუმცა უწყებისგან პასუხია ერთია, რომ სამინისტრო დოკუმენტზე მუშაობს და მისი შინაარსი პედაგოგებისთვის მალე გახდება ცნობილი.


იხილეთ ასევე: პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება