სიახლეები
სკოლები

წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
10-01-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში I სემესტრი წარმატებით დასრულდა.  2022 წელს მოსწავლეები დიდი სიხარულითა და გამარჯვებით დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა, თელავის მე-4 საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის? “ , სადაც ერთმანეთს 9 გუნდი დაუპირისპირდა,  გამარჯვება მოიპოვეს.

შემოდგომის სეზონის გამარჯვებულ გუნდს - „I have a dream“  თელავის მუნიციპალიტეტის მერის თასი მერის მოადგილემ - ფიქრია ყუშიტაშვილმა გადასცა.

გამარჯვებული გუნდის მონაწილეები არიან: ალეკო საგინაშვილი, თენგო ბეჟუაშვილი, მიშიკო ალადაშილი, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, ნატალი გიოშვილი, ელენე კობიაშვილი. გუნდს კი იმედა კევლშვილი ხელმძღვანელობდა.

„გუნდის წევრები არა მარტო სკოლის, არამედ წინანდლის საამაყო ახალგაზრდები არიან თავიანთი ინტელექტითა და საუკეთესო ადამიანობით. ბავშვებო მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის, ვულოცავ, თქვენთან ერთად ყველას, მშობლებს, პედაგოგებს, წინანდალს, განსაკუთრებით იმედა მასწავლებელს. წარმატებები! გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება