სიახლეები
სკოლები

„კაცი, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა“ - დისველის საჯარო სკოლა პედაგოგ ამირან აბაშიძეს გლოვობს
10-01-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სასწავლო ნაწილი და შესანიშნავი ისტორიკოსი - ამირან აბაშიძე გარდაიცვალა. 

ის ღირსეული მასწავლებელი, კოლეგა და ადამიანი იყო. სკოლაში პედაგოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ, მის ოჯახსა და ახალობებს უსამძიმრებენ. 

„სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი...“ - ეს, ალბათ, თქვენს უეცარ გარდასახვას ეძღვენება, თუმცა ის, რაც სოფელ დისველს დაატყდა თავს, უფრო ღრმა მოუშუშებელ ჭრილობას ჰგავს!!! ამირან აბაშიძე - პროფესიით პედაგოგი, ყველა ბავშვისთვის მისაბაძი ადამიანი, თანამშრომლებისათვის მეგობარი, ამაღლებული პიროვნება და უნიჭიერესი ისტორიკოსი. ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს უსაყვარლესი მეუღლე და ქალ-ვაჟი, რომელთაც თვალზე ცრემლი არ შეშრობიათ... მისი პროფესიული მოღვაწეობა წლებს ითვლის იმ სკოლის კედლებში, რომელსაც სათავეში ედგა და რომლის დაარსებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბოლო წვეთამდე უანგაროდ ემსახურა ასლან შაინიძის სახელობის სოფ.დისველის საჯარო სკოლას, შექმნა ისტორია, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს გამდგარი. იყო მამაცი, სტუმართმოყვარე, სიყვარულითა და სიხარულით აღსავსე, ეს ერთეულების ხვედრია!! ყოველთვის ბოლო ზარს რეკავდა, რაც ერთგვარი ნიშანი იყო სამუშაო დღის დასრულებისა...ახლაც ასე მოიქცა.. დარეკა ზარი და გაემგზავრა მარადიულ სასუფეველში... პიროვნული ღირსებები - .ყურადღებიანი, საინტერესო, სასიამოვნო, ნამდვილი ქართველი და სამაგალითო, განუმეორებელი მასწავლებელი. ეს დახასიათება მიზერულია იმ მოგონებებთან, რაც დაგვიტოვა და უანგაროდ გაგვიზიარა ამირან მასწავლებელმა.. ყველას უყვარდე, პატივს გცემდეს და გაღმერთებდეს, იშვიათად ხდება, ეს მხოლოდ დიდსულოვნთა ხვედრია.... თქვენ მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი ბოროტებისა და შუღლის გარეშე. ახლაც ნათლად მახსოვს, როგორ დამემშვიდობეთ მძიმე სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.. . აბა ხვალამდე ნინო მასწავლებლო!!! მე კი, ჩემდა უნებურად, გეტყვით - შეხვედრამდე ამირან მასწავლებელო!!!“,- წერს სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეიტინგული სია ცნობილია

NAEC გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება