სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ინტერვიუ

„გვინდა პროფესიული კოლეჯი გავხსნათ და ასევე უმაღლესი სასწავლებელი დავაარსოთ“ - ნინო ჩიკვაშვილი „პროგრესის“ დამფუძნებელი 
11-01-2023
-
+


მაშინ, როდესაც პანდემიის გამო, კერძო სკოლების ნაწილი დაიხურა, ნაწილს კი სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაშვილმა კიდევ ერთი ფილიალი გახსნა აჭარაში - ბათუმში; ეს 2022 წლის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა გახლდათო, - აღნიშნა etaloni.ge-სთან საუბრისას ქალბატონმა ნინომ და სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა... ფაქტია - წარმატებამდე გზა მარტივი სულაც არ ყოფილა და „პროგრესმა“ 20 წლიანი ისტორიის და გამოცდილების შედეგად არაერთ გამოწვევას „გაუძლო“. 

თავად ნინო ჩიკვაშვილი კი პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია... კარიერა საჯარო სკოლდან დაიწყო და როგორც ამბობს, ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდიდანვე ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება სკოლის არსებული მოდელის მიმართ... ალბათ სწორედ ამან განაპირობა შემდგომი ქმედითი ნაბიჯები, წარმოშვა კერძო სკოლის დაარსების აუცილებლობა, წარმატება კი დაუღალავი შრომისა და მუდმივი განვითრების შედეგია;

რა არის „პროგრესის“ წარმატების მთავარი „საიდუმლო“? – etaloni.ge-ს დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაშვილი ესაუბრება. 

- ქალბატონო ნინო. როგორი იყო 2022 „პროგრესისთვის“, კმაყოფილი თუ ხართ მიღწეული შედეგებით? 

- 2022 წელს, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულეთ და ჩვენი მოლოდინიც გამართლდა;  მიზანი იყო, აჭარაში, ბათუმში ამერიკული აკადემიის გახსნა...

ეს გახლდათ საპასუხისმგენლო საქმე; წარმოიდგინეთ, პანდემიის დროს შენდებოდა  უზარმაზრი კამპუსი, განსაკუთრებული, თანამედროვე ინფრასტრუქტუით, მრავალფეროვანი ლაბორატორიებით, საკონფერენციო და სხვადასხვა სასწავლო და სამუშაო სივრცეებით და ... ამის რელიზება საკმაოდ რთული იყო, რადგან არ გახლდათ კლასიკური სკოლის მოდელი; თუმცა  2022 წლის 1 ოქტომბერს, დაგეგმილ დროს გავხსენით  და იმავე დღეს სწავლა დავიწყეთ 700 მოსწავლით.

ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, 2022 წელს, „პროგრესის“ 20 წლის იუბილეზე, გრანდიოზული გეგმა შევასრულეთ!

- 700 მოსწავლე ახსენეთ, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია... თქვენი აზრით,  რა იწვევს ასეთ მოთხოვნას კერძო სკოლაზე, მით უმეტეს, სოციალური ფონის გათვალისწინებით?

- ხარისხიანი განათლება! ჩვენთან ერთი ოჯახიდან რამდენიმე ბავშვი სწავლობს და ამ მოთხოვნას, განაპირობებს, რა თქმა უნდა, „პროგრესის“ ისტორია, გამოცდილება და მუდმივად განვითარებადი ხარისხი - როდესაც ამხელა გამოცდილება, ასეთი შედეგები გაქვს, ბუნებრივია, „პროგრსია“ მოთხოვნადი, მაგრამ ზოგად ჭრილში რომ ვიმსჯელოთ, კერძო სკოლების მიმართ დიდია მოთხოვნა; ქვეყანაში განათლება გახდა პრიორიტეტული - მშობლები ზუსტად აცნობიერებენ, რომ განათლება არის ერთ-ერთი უპირობო გარანტი შვილების მომავლისა; კერძო სექტრომა მნიშნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საზოგადოებაში და ასეთ დროს „პროგრესის“ როლი კიდევ  უფრო გაიზარდა, ნათელია შედეგები, მიღწევები, პიარი კი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, ეს ყველაფერი ვთქვათ და სხვებსაც გავუზიაროთ და მოტივაცია მივცეთ.

წარმოიდგინეთ, ქუთაისში უკვე მეორე თაობა მოდის ჩვენთან - 20 წლის წინ რომ მოიყვანეს შვილები, ახლა შვილიშვილები მოჰყავთ - მაშინ გვენდნენ, ახლა კი მეტად გვენდობიან - ბავშვის მომავალს გვანდობენ, რაც დავიმსახურეთ კიდეც. მშობლები ჩვენი მოკავშირეები არიან, ჩვენი პატრნიორები და ერთად ვართ ჩართულები ამ უდიდეს საქმეში!

- არის თუ არა ეს წარმატება ხელმძღვანელობის დამსახურება, ქალბატონო ნინო? პანდემია ახსენეთ და მაშინ, როცა კერძო სკოლების ნაწილი დაიხურა, თქვენ ახალი ფილილალი ააშენეთ, შემდეგ კი წარმატებით გახსენით... რა არის ამ წარმატების საიდუმლო ფორმულა?

- საიდუმლო არაფერია...  ესაა თავდადებული, ურთიერთანგარიშვალდებულებაზე აგებული მიდგომა საქმისადმი, უდიდესი პასუხისმგებლობა, სწორი მენეჯმენტი, განვითარებაზე ორიენტირებული, აწყობილი სისტემა... მუდმივად უნდა იმუშაო ხედვაზე, განვითარებაზე და ამ შემთხვევეაში მიაღწევ შედეგს. ჩვენთან ყველა სწავლობს, ვითარდება, გუნდურად ვმუშაობთ, ერთმანეთის წარმატებები გვიხარია და ვაღიარებთ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი დებს უდიდეს პროგრესს.

- თუმცა, აქვე შეუძლებელია, არ გკითხოთ პედაგოგების ანაზღაურებაზე, რომელიც სენესიტიური საკითხია და ხშირად გვსმენია, რომ კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლები ამ მხრივ არათანაბარ პირობებში არიან...

- ეს ნამდვილად სენსიტიური საკითხია და თამამად ვიტყვი, ჩვენ, კერძო სკოლის წარმომადგენლები გმირები ვართ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სწავლის გადასახადი დაბალია და აქედან გამომდინარე ორმაგი ზეწოლის ქვეშ ხარ - გინდა, შეინარჩუნო ხარისხი და მეორეს მხრივ, შეინარჩუნო პროფესიონალი პედაგოგიური გუნდი! საჭიროა სწორი მიდგომები, სწორი მენეჯმენტი, რათა პედაგოგმა არა მხოლოდ დანამატი აირჩიოს, არამედ არამატერიალურადაც შეიძინოს ის სიკეთე, რასაც პროფესიული განვითარება ჰქვია;  „პროგრესი“ პედაგოგების განვითარების მიმართულებით დიდ ინვესტიციას დებს ყოველწლიურად და ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დანამატები ადრეც გვქონდა - ბევრი სიახლე და სისტერმური მიდგომები  სწორედ კერძო სკოლებისგან წაიღო სახელმწიფომ და ამის მაგალითია ავტორიზაცია, რომელიც საჯარო სკოლებში ახლახან დაიწყო, ჩვენ კი უკვე მესამე-მეოთხე ეტაპს გავდივართ... ჩვენი სკოლა ასევე აკრედიტებულია, უფრო სწორად, ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან ერთად, ჩვენ აკრედიტირებული ამერიკული საერთაშორისო პროგრამაც გვაქვს.

ზოგადად,  მასწავლებელმა თავი თუ იგრძნო დაცულად და იცის, რომ აუცილებლად განვითარდება, ის მხოლოდ მატერიალურს არასოდეს გამოეკიდება... ჩვენ ვითვალისწინებთ გამოცდილებას, სტაჟს, კვალიფიკაციას, შედეგებს, ვცდილობთ წავახალისოთ, ვაღიაროთ გუნდის თითოეული  წევრი, ხელი შევუწყოთ რომ მუდმივად განვითარდნენ. 

- პედაგოგების გამოცდებს თუ ემხრობით?

- ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, გამოცდებზე გამოცდების ცენტრმა იზრუნოს, თუმცა საერთო ჯამში, მიმაჩნია რომ მასწავლებლემა კვალიფიკაცია უნდა დაადასტუროს; პედაგოგს უნდა შეეძლოს იმ საგანში გამოცდის ჩაბარება, რომელსაც წლები ასწავლის.

- როგორც ვიცი, თავადაც საკმაოდ ვრცელი გზა განვლეთ წარმატებამდე, ქალბატონო ნინო...

- პროფესიით ვარ ინგლისური ენის პედაგოგი, საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და ჩემი კარიერაც აქედან იწყება, თუმცა ჯერ კიდევ მოსწავლეობიდან მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება არსებული მოდელის მიმართ, მქონდა საკუთარი მიდგომები, როგორი უნდა ყოფილიყო სკოლა და როგორ უპირობოდ, განსაკუთრებულად უნდა გვყვარებოდა ბავშვები ხელმძღვანელებსაც და პედაგოგებსაც... ბოლომდე მაქვს გააზრებული, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის მომავლი არის თითოეული ბავშვი და ჩვენ  ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს.

- პედაგოგობა ალბათ არ არის საკმარისი სკოლის წარმატებით მართვისთვის.

- უდავოდ... ვისწვალე ბიზნესი, ფინანსები, განათლების მართვა ... ახლაც ვსწავლობ და მუდმივად ვცდილობ განვითრებას ორი - განათლების და ბიზნესის მიმართულებით.

- რომ არა თქვენი პროფესია, იქნებოდით წარმატებული ხელმძღვანელი?

- ინგლისური ენის ცოდნამ მომცა წინსვლის საშუალება და სამომავლოდაც არაერთ სიახლეს ვპირდებით „პროგრესელბს“.

- გაგვანდობთ თქვენს გეგმებს?

- გვინდა ანალოგიური პროექტი დედაქალაქში განვახორიცელოთ, ვიგეგმებით, თბილისში იყოს გრანდიოზული აკადემია; ამ პროექტს ლისზე განვახორიცელებთ.. ასევე, მინდა, პროფესიული სასწავლებელი დავნერგოთ ჩვენს ყველა ფილიალში და მაქვს ამბიცია, დავაარსოთ უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც პირველ რიგში, ქუთაისში გავხსნით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება