მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გონებრივი იერიში“ შემოქმედებითი უნარების გასავითარებელი ერთ-ერთი სტრატეგიაა.
მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის ახსნისას. ამ დროს მასწავლებელს შეუძლია გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის ირგვლივ და რა დამოკიდებულება აქვთ საკითხის მიმართ. მიღებული ინფორმაცია პედაგოგს დაეხმარება გაკვეთილის სწორად აგებაში და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესის დასაწყისიდანვე.
„გონებრივი იერიშის“ დროს მოსწავლეებმა დასმულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები უნდა გამოხატონ, რა იციან, რა გაუგიათ ან წაუკითხავთ აღნიშნულ თემაზე და ა.შ. მეთოდის მსვლელობისას მასწავლებელმა არ უნდა გააკრიტიკოს არცერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია და რაც უფრო მეტი იდეა წამოვა მოსწავლეებისგან, მით უკეთესი იქნება. გარდა ამისა, პედაგოგის მოვალეობაა, ბავშვებს დაეხმაროს სათქმელის ლაკონურად გადმოცემაში.
მეთოდის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სამუშაო ატმოსფერო, სადაც ყველა იდეა, რომელიც მოსწავლეებისგან წამოიჭრება, იქნება მიღებული. ასეთ გარემოში იდეების ნაკადი უფრო სწრაფად და მარტივად გაჩნდება და მონაწილეებს აზრის გამოხატვა არ მოერიდებათ. „გონებრივი იერიშის“ ამ ეტაპზე მონაწილეების ჩართულობა იზრდება, მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება.
შემდგომ ეტაპზე ჯგუფი იწყებს თითოეული იდეის განხილვას. მეთოდის ამ ეტაპებზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
მეთოდი რომ შედეგიანად წარიმართოს, მასწავლებელი უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა გამოხატავდეს არცერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მოსწავლეები პედაგოგის მოსაზრების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და დაეთანხმონ ნათქვამს, მათი ორიგინალური და ინდივიდუალური მოსაზრებები კი ვეღარ გამოვლინდება.
„გონებრივი იერიშის“ დადებითი მხარეები ისაა, რომ:
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მეთოდის მიმდინარეობისას მასწავლებელმა პროცესი ფრთხილად და ყურადღებით უნდა მართოს, რადგან:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას