მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლამ ახალი, 2023 წლის შემობრძანება მრავალფეროვანი და საინტერესო კარნავალით იზეიმა.
მოსწავლეები ლამაზ, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომრები წარადგინეს. კარნავალზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტუმენტზე დაუკრეს, შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინეს და იქ მყოფებს ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს.
კარნავალი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ბავშებმა, რომლებმაც ქართული ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს კიდევ უფრო გაალამაზა და მრავალფეროვანი გახადა.
ღონისძიების დასასრულს, სასკოლო საზოგადოებამ ცაში ფოიერვერკი გაუშვა, რამაც კარნავალი კიდევ უფრო მეტი გრანდიოზულობით გამოარჩია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ