მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ბავშვები მრავალფეროვან საზეიმო აქტივობებში ჩართეს. ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუის გარეშე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ბავშვებს სასურველი სტუმარი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
მოსწავლეებმა ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და როგორც ერთმანეთს ისე მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს.
სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს სრულად საქართველოს ულოცავს.
„ნაგების საჯარო სკოლა გილოცავთ, შობა-ახალ წელს... გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას! ახალი 2023 წელი ყოფილიყოს სიკეთის, სიხარულის, სიყვარულისა და კეთილდღეობის მომტანი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ვიდეო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ