სიახლეები
სიახლეები

„ოჯახის უფროსი თან წაიღებდა დასალოც „ხონჩას“ - როგორ ხვდებიან გურიაში კალანდას
13-01-2023
-
+


ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 1 იანვარს ზეიმობს, თუმცა საქართველოში დღესასწაული ორჯერ აღინიშნება, იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

ახალ წელთან დაკავშირებით საქართველოს ყველა კუთხეში ვხვდებით განსხვავებულ და საინტერესო ტრადიციებს, რა საკვირველია გამონაკლისი არც გურიაა. 13 იანვრის ღამისთვის, განსაკუთრებით გურულები ემზადებიან, ისინი ახალ წელს „კალანდას“ უწუდებენ.

კალანდის ტრადიციაზე etaloni.ge-სთან, გურიაში მცხოვრები, ისტორიკოსი, ქალბატონი მანანა ლომაძე საუბრობს: 

„გურიაში ახალ წელს კალანდა ეწოდება, სიტყვა „კალანდა“ რომაულია და ნიშნავს თვის პირველ რიცხვს. ამ დღეს გურულები თოფების გრიალით ხვდებოდნენ.

13 იანვარს დილიდანვე საკალანდო ფუსფუსი იწყებოდა. ოჯახის უფროსი მიდიოდა ტყეში, ჭრიდა ცხემლის შეშას, რადგან მაგარი მერქანი აქვს და კარგად იწვის. ცხემლის კულტი, ცეცხლლთან და დალოცვასთან იყო დაკავშირებული.

შემდეგ დაკლავდნენ ღორს, მოხარშავდნენ ღორის თავს, გამოაცხობდნენ საკალანდო ხაჭაპურს. ასეთი ტრადიციათ ჰქონდათ გურულებს, რომ ხაჭაპურში ვერცხლის მონეტას ჩადებდნენ და სჯეროდათ, როცა დაჭრიდნენ, ვისაც შეხვდებოდა ბედნიერება ეწვეოდა.

13-ში ღამით ოჯახის უფროსი მიდიოდა მარანთან, თან წაიღებდა დასალოც „ხონჩას“ ე.წ მოგრძო ტაბაკს, რომელზეც დალაგებული იყო ღორის თავი, უმი კვერცხი, ჩურჩხელები, ხილი და ა.შ, თუ ოჯახს ერთი შვილი ჰყავდა ერთ ხელში მისცემდა  დოქს, მეორეში კი - ჩიჩილაკს ან სამთელს. შევიდოდა მარანში, მოხსნიდა ჭურს თავს, ამოიღებდა ღვინოს, მუხლებზე დადგებოდა და დაილოცებოდა. ღმერთს შესთხოვდა მშვიდობას, ჯანმრთელობას, ულევ მოსავალს, ოქროს, ვერცხლის, ტვინით სავსე ძვალს, გულით სავსე „ღენჭეპოს“ - ნაჭუჭს და ა.შ.

დალოცვის შემდეგ შემოვიდოდა სახლში, დააკაკუნებდა კარზე, დიასახლისს კითხავდა რა მოჰქონდა, ოჯახის უფროსი კი, კეთილ სურვილებს ჩამოუთვლიდა. 

კალანდიდან 19 იანვრამდე, ნათლისღების დღესასწაულამდე, გურული კაცი სულ ნატვრასა და ოცნებაში ატარებდა. გურულებს სჯეროდათ, რასაც ამ დრო ინატრებდნენ აუცილებლად შეუსრულდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ საკალანდოდ ცეცხლის გალოცვა ხდებოდა, გურიაში დიდ ცეცხლს „დოჩხაურს“ ეძახდნენ, შემოუვლიდნენ კერიასთან დანთებულ შუაცეცხლს და გაიძახდნენ:

„ცეცხლო ელოდე, მელოდე
მე მელოდე, მზეს ელოდე
მთვარეს ეთაყვანებოდე,
დილით ადრე ავდგებოდე,
დოჩხაური დამხვდებოდე!“

14 იანვრის, დღის მეორე ნახევარში ეწყობოდა „აგუნას გადაძახილი“,  ეს მარნისა და ვენახის მეკვლეობის საახალწლო ჩვეულება გახლდათ გურიაში. შებინდებისას გურულები ზარზეიმით მივიდოდნენ საწნახელთან, გამოაცხობდნენ სააგუნე ხაჭაპურს, რაღა თქმა უნდა ღორის თავი აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. გურულები აქაც ომახიანად შესძახებდნენ:

„აგუნა აგუნა გამეიარე, ჩემს ეზოში ჩამეიარე
ჩემს ეზოში ყურძენიო, სხვის ეზოში ფურცელიო“

ერთი მეზობლიდან, რომ დაიწყებოდა ამ სიმღერის ჟღერადობა, მერე გადადიოდა მეორესთან და ასე მთელი გური „გუგუნებდა“.

მეორე დღეს გურული პატიჟებდა „კაი ფეხის“ კაცს, რომ ყველაფერი კარგი შემოეტანა ოჯახში. მოვიდოდა კარგად გამოწყობილი მეზობელი, ვინც ამ სტატუსით იყო შერჩეული. სწორედ ამას ეძახდნენ გურულები „ფეხადობას“, - მეკვლეობას.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბედობა გურულებისთვის, ოჯახში არავის უნდა ეჩხუბა, ყველა კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყო, თავი არ უნდა გაეკონათ (თავის ტკივილის დროს ხშირად იცოდნენ თავშალის გაკეთება), ამ დღეს გურული მეზობლისგან არც არაფერს ისესხებდა და არც გაასესხებდა.

აუცილებლად საგულისხმოა ალილოს ტრადიცია გურიაში. მეალილოები ყველა ოჯახს ჩამოივლიდნენ სიმღერით და დღესასწაულს მიულოცავდნენ, მასპინძელი სპეციალურად მათთვის ღვეზლებს აცხობდა.

სასიხარულოა, რომ გურული კანალდის ტრადიცია ჯერ კიდევ შემორჩენილია, მართალია არასრული სახით, თუმცა ეს დღე მაინც საგანგებოდ აღინიშნება გურიაში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება