წაჩხურის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა სახელდახელოდ გამზადებულ სცენაზე, ხელნაკეთი თოჯინებით, სპექტაკლები დადგეს
11-01-2023
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის საშუალო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი მრავალფეროვანი აქტივობებითა და პროექტებით იყო დატვირთული.
მოსწავლეები მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ თოჯინების თეატრს ესტუმრნენ და საინტერესო სპექტაკლს დაესწრნენ. სწორედ მაშინ დაებადათ იდეა, რომ სკოლაში ნორჩ მსახიობდა დასი შეექმნათ, ამისთვის კი დახმარება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნანა თოდუას სთხოვეს.
მათ სახელდახელოდ გამზადებული სცენით და თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინებით სპექტაკლები - „მგელი და კრავი” და „მგელი და ბაჭია" დადგეს. წარმოდგენას ახმოვანებდნენ მერვე კლასის მოსწავლეები - ლიზი გობეჯიშვილი, ნინო კალანდია, მარი ხოზრევანიძე და მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ თორდინავა
აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„ვფიქრობთ, მიზანს მივაღწიეთ - პატარების გასხივოსნებული თვალები ამას მიგვანიშნებდა, უფროსებისგან მადლობაც დავიმსახურეთ.
ეს პროექტი საინტერესო იყო ჩვენთვის, უფროსკლასელებისთვის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.