მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N174 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში იყვნენ ჩართულნი და წარმატებასაც აღწევდნენ.
მათ შორის, სკოლის მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეები ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ BUG Talks-ის კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსი 17 დეკემბერს გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, 5-7 წუთის განმავლობაში, მათთვის აქტუალურ სოციალურ საკითხებზე ფართო აუდიტორიის წინაშე ესაუბრათ. თითოეულ გამომსვლელს მაქსიმალური პროფესიონალიზმითა და პასუხიმგებლობით ჰქონდა მომზადებული თავისი სიტყვა, რამაც განაპირობა თავად კონკურსის მაღალი ხარისხიც.
მე-12გ კლასის მოსწავლემ, ნუცა ბედინაშვილმა საჯარო გამოსვლის ინგლისურენოვან კონკურსზე სამეულში მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ნუცას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ