მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.
ზედა განთიადის საჯარო სკოლაში VII კლასმა და ქართული ენის პედაგოგმა ნინო ფარტენაძემ წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე - „რა შეუძლიათ ლექსებს?“.
მოსწავლეებისთვის დავალება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მეშვიდეკლასელებმა განმარტეს რა არის ლექსი, რამდენგვარია რითმა და მოიყვანეს რკალური, ჯვარედინი, მოსაზღვრე, ზუსტი და არაზუსტი რითმის მაგალითები სტროფების სახით. მათ ასევე მოისმინეს მურმან ჯინორიას წაკითხული ტერენტი გრანელის ლექსი - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“, ბოლოს კი თავიანთი დაწერილი ლექსების პრეზენტაცია გამართეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ