მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N208 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, სასკოლო პროექტი - „კონფლიქტები და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
პროექტის ფარგლებში, მუსიკის პედაგოგების - ქეთევან ალექსანაშვილისა და ნინო აშორტიას ორგანიზებით საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „გუნდის მომღერლები“.
ფილმში წამოჭრილი პრობლემები მოსწავლეების დისკუსიის საგნად იქცა.
„ფილმის სიუჟეტი ასახავდა ძნელადაღსაზრდელ მოსწავლეთა პანსიონატის მკაცრ რეჟიმსა და აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს შორის არსებულ დაპირისპირება - კონფლიქტს. ერთი ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელი ჰუმანური მიდგომებითა და განსხვავებული მეთოდებით შეძლებს ბავშვების აგრესიის დათრგუნვას და მათ შორის არსებული მტრული დამოკიდებულებების შეცვლას... ფილმის დასრულების შემდეგ ბავშვებმა გადმოსცეს ფილმით მიღებული შთაბეჭდილება, აღნიშნეს, რომ თანამედროვე აღმზრდელობით დაწესებულებებში ასეთი ურთიერთობები მიუღებელია, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკვეთა აზრი, რომ ჰუმანური მიდგომითა და ემპათიის უნარის გამოხატვით შეიძლება ადამიანებში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება“,- გვიყვებიან სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ