კლდეეთის საჯარო სკოლაში კლუბის - „ბიესდი“ ოფიციალური წარდგენა გაიმართა
11-01-2023
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი სხვადასხვა პროექტით, აქტივობითა თუ ღონისძიებით იყო დატვირთული.
მათ შორის, წლის ბოლოს, კლუბ „ბიესდის“ (blue sea dragon) ოფიციალური წარდგენა გაიმართა, ის ფართო საზოგადოებას გააცნეს.
ღონისძიებისას წარადგინეს კლუბის წევრები და მის მიზნებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა კლუბში არსებულ ჯგუფებზე და დაასახელეს ლიდერები.
შემოქმედებითი ჯგუფის ლიდერი - ქრისტინე ჭუმბაძე, ხოლო ტექნიკური ჯგუფის ლიდერი - გიორგი ლაბაძე გახდა.
მასწავლებლებმა კლუბის გეგმა და სამოქმედო ხერხები შეაფასეს. მათ წარმატებები უსურვეს „ბიესდის“ და მის თითოეულ წევრს. სკოლის დირექციამ კი მას ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული დღეა ჩემს ცხოვრებაში. მშვენიერი განწყობა უფრო უკეთესად დაგვირგვინდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბევრ შრომას და საკუთარ თავზე მუშაობას მივყავართ წარმატებამდე. 5 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ამდენი ადამიანის სიყვარულს დავიმსახურებდი. კიდევ უფრო ჩამებეჭდა გულსა და გონებაში, რომ მაქვს მისია ცოდნის მიღების სურვილი გავუღვივო მოსწავლეებს და რაც მთავარია, სწორ გზას ვადგავარ. არასდროს მინახავს მთელი სკოლის მოსწავლეები ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულიყოს. მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიება შედგა.
მადლობა ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისთვის და დაინტერესებისთვის. თქვენს გვერდით მიგულეთ მადლობა ჩემს საუკეთესო მეგობარს - თემგო ხომასურიძეს, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ჩემს გვერდით არის.
ჩვენ ერთად უკეთესობისკენ შევცვლით სამყაროს“,- წერს ლაშა მაღლაკელიძე.