სიახლეები
სიახლეები

როგორ გავიგოთ, რა დაამახსოვრდათ მოსწავლეებს გაკვეთილიდან? - პრაქტიკული რჩევები
19-01-2023
-
+


მასწავლებელს სასწავლო მასალის ახსნის შემდეგ ყოველთვის აინტერესებს, რა გაიგეს მოსწავლეებმა, რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან, თუმცა როდესაც კლასი მრავალრიცხოვანია, რთულია გაიგო, როგორ გაიაზრა საკითხი თითოეულმა მოსწავლემ.

გაკვეთილზე მიღებული ცოდნის დასადგენად მასწავლებელს ე.წ. გასასვლელი ბილეთები დაეხმარება. გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთი­ლის ბოლოს მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა მოსმენილი საკითხი;
  • რა დამოკიდებულება და ინტერესები აქვთ მათ;
  • მოსწავლეთა მოსაზრებები და შეხედულებები, თუ რას ფიქრობენ მოსმენილ თემაზე.

მასწავლებელს ასევე ეძლევა საშუალება, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.

ბილეთების შევსებისას მოსწავლეები აჯამებენ და კიდევ ერთხელ იაზრებენ მოსმენილს. ეს ყოველივე კი ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს.

როგორ შევადგინოთ გასასვლელი ბილეთები და რამდენი დრო უნდა დაეთმოს მასზე მუშაობას?

მოსწავლეებს გასასვლელი ბილეთები გაკვეთილის დასრულებამდე 5-10 წუთით ადრე უნდა დაურიგდეთ. მასში ღია კითხვები უნდა იყოს ჩამოწერილი, კითხვაზე პასუხის დასაწერად კი ადგილი გამოყოფილი. კითხვები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • რა იყო დღევანდელი გაკვეთილის მიზანი?
  • 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც გაკვეთილიდან დამამახსოვრდა...
  • რაში დამეხმარება გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში?
გასასვლელი ბილეთების საშუალებით მიღებული ინფორმაცია ასევე დაგეხმარებათ, განსაზღვროთ რა წინარე ცოდნა აქვთ მოსწავლეებს მომდევნო თემის ასახსნელად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება