სიახლეები
სიახლეები

„აზროვნების ექვსი ქუდი“ - რა მიზანს ემსახურება მეთოდი და რას აღნიშნავს სხვადასხვა ფერის ქუდი?
12-01-2023
-
+


„აზროვნების ექვსი ქუდი“ ხელსაყრელი ინსტრუმენტია შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებასა და მის სწორად წარმართვას.

მეთოდის მიზანია,  მოსწავლეებმა გაიგონ თავიანთი აზროვნების განსაკუთრებული თვისებები, აკონტროლონ თავიანთი ქცევა და შეუსაბამონ ის მიზანს, პრობლემების გადაჭრისას კი უფრო ეფექტურად გამოიყენონ სააზროვნო უნარები.

აღნიშნული მეთოდის არსია აზროვნების დაყოფა ექვს ტიპად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება მეტაფორული ფერადი ქუდი. ქუდის ფერებს კი თავისი ახსნა აქვს.

რას ნიშნავს აზროვნების ექვსი ქუდის ექვსი ფერი? რატომ მაინცდამაინც ქუდები? ან საერთოდ, როგორ იგეგმება მეთოდი სასწავლო პროცესში? - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ ლიტერატურაშია განმარტებული.

წითელი ქუდი - დაკავშირებულია როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ემოციასთან, ინტუიციასთან, გრძნობებსა და წინათგრძნობებთან. აქ აუცილებელი არ არის რამის დასაბუთება. გრძნობები არსებობს და წითელი ფერი იძლევა მათი წარმოდგენის საშუალებას.

ყვითელი ქუდი - ყვითელი ფერი მზისა და ოპტიმიზმის გამომხატველია. ამ ფერის ქვეშ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ პოზიტიური თვისებები, მოვიპოვოთ ღირსება, გამოვავლინოთ ფარული შესაძლებლობები, უპირატესობები, წარმოვაჩინოთ პერსპექტივები. იგი წარმოადგენს შავი ქუდის ოპოზიტს. ამ აზროვნებისთვის დამახასიათებელია, რომ პოზიტიური ასპექტები ობიექტური თვალთახედვებიდან ვაღიაროთ და არ ავყვეთ გრძნობებს, განცდებს.  ამ ქუდის ქვეშ არ ხდება იდეების განვითარება (ამას აკეთებს მწვანე ქუდი), არამედ ყველა იმ ასპექტის გაცნობიერება, რომელიც პროექტზე, გადაწყვეტილებასა თუ იდეაზე მეტყველებს.

შავი ქუდი - შავი ფერი მოგვაგონებს მოსამართლის მანტიას და გამოხატავს სიფრთხილეს, ეჭვს, შეშფოთებას, კრიტიკულ განწყობილებას, მიგვითითებს რისკებზე, არგუმენტირებულად ასაბუთებს, რა შეუშლის ხელს ჩანაფიქრის განხორციელებას, მაგრამ არ არის ნეგატიურად განწყობილი. ვინც შავ ქუდს დაიხურავს, იმისკენ მიისწრაფვის, რომ თემის შესახებ ყველა ნეგატიური ასპექტი ამოიცნოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს უნდა გამოვხატოთ ობიექტური წუხილი და არავითარ შემთხვევაში პირადი ნეგატიური გრძნობები (ამ ფუნქციას ასრულებს წითელი ქუდი).

მწვანე ქუდი - მწვანე ფერი მცენარეებს მოგვაგონებს, ზრდას, ენერგიას, ცხოვრებას. მწვანე ქუდი - ეს შემოქმედებითი რეჟიმია, იდეების გენერაციაა, არასტანდარტული და ალტერნატიული შეხედულებებია. იგი უშვებს პროვოკაციებს და წინააღმდეგობებს და შეუძლია ყველაფრის ფორმულირება, რაც ახალ იდეამდე მიგვიყვანს, სულერთია, ეს იდეა გიჟური იქნება, განხორციელებადი თუ განუხორციელებელი. ამ ქუდის ქვეშ კრიტიკული კომენტარები არ არის დასაშვები (ამისთვის არის შავი ქუდი).

თეთრი ქუდი - თეთრი ფერი ქაღალდზე სავარაუდო აზრების გადატანაში გვეხმარება. ამ დროს ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იმ ინფორმაციაზე - ფაქტებსა და ციფრებზე, რომელსაც ვფლობთ ანდა რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად; ვიხურავთ რა თეთრ ქუდს, ამით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ველით სრულ ინფორმაციას და ფაქტებს. მაშასადამე, თეთრი ქუდის ქვეშ საკითხზე ვაგროვებთ სრულ ინფორმაციას ყოველგვარი შეფასების, განსჯისა და ემოციების გარეშე. თეთრი ქუდის ქვეშ პირად აზრს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ეს ქუდი უფრო ხშირად დისკუსიის თუ პროცესის დასაწყისში უნდა დავიხუროთ, რათა საკითხზე სრული სურათი  შეგვექმნას. 

ლურჯი ქუდი - გამოიყენება განხილვის დასაწყისში, ამოცანის დასახვისას და შედეგების განსაზღვრისას (შედეგად რისი მიღება გვინდა). ესაა თავად აზროვნების პროცესზე დაკვირვების, მისი მართვის რეჟიმი (მიზნების ფორმულირება, შედეგების შეჯამება და ა.შ.). მაშასადამე, ლურჯი ქუდი ემსახურება აზროვნების მთლიანი პროცესის კონტროლსა და ორგანიზებას. ამ ქუდის მფლობელი აკვირდება მთელ პროცესს, იღებს მასზე სრულ წარმოდგენას და თავს უყრის ცალკეულ შედეგებს ან იღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო პროცესში რომელი ქუდი უნდა იქნას კიდევ ერთხელ გამოყენებული. ძალიან ხშირად ლურჯი ქუდი გამოიყენება შეხვედრის დასასრულს. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ პიროვნებამ ლურჯი ქუდი მთელი პროცესის განმავლობაში შეინარჩუნოს/გაააქტიუროს და მოდერატორის ფუნქცია აიღოს საკუთარ თავზე.

რატომ ქუდები?

ქუდი ადვილი დასახურავი და ადვილი მოსახდელია. სიტუაციაში ჩვენ აზროვნების სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფორმის ცვლა ისევე მსუბუქად უნდა შეგვეძლოს, როგორც ფერადი ქუდებისა. ქუდის გაკეთებისას ან შეცვლისას იცვლება თავად აზროვნება, ანუ აზროვნების „ქუდი“. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავზე იღებს გარკვეულ როლს, რომელზეც ეს ქუდი მიუთითებს (რომელსაც ეს ქუდი განასახიერებს).

როგორ მიმდინარეობს მეთოდი?

მასწავლებელმა ყველა მონაწილისთვის თვალსაჩინოდ და გასაგებად უნდა ჩამოაყალიბოს მიზანი. შემდეგ ჯგუფში უნდა გაანაწილოს ექვსი როლი და შესაბამისი ქუდები, რომლებიც აზროვნების სხვადასხვა მიმართულებებს გამოხატავენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს და დაინახოს რომელი აზროვნებიდან  უნდა დააკვირდეს პრობლემას, მიზანს.

რა ხდება ქუდების გამოცვლისას?

  • რომელი ფერის აზროვნების ქუდსაც ვიხურავთ, ვირგებთ იმ როლს, რომელზეც ეს ქუდი მიუთითებს;
  • ქუდის მოხდისთანავე ჩვენ გამოვდივართ ამ ტიპის აზროვნებიდან;
  • ერთი ქუდის მეორით შეცვლისას მყისიერად ხდება აზროვნების შეცვლა ქუდის ფერის შესაბამისად.
  • ჩვენი აზრის გამოხატვისთვის უბრალოდ ვამბობთ, ვაცხადებთ, რომელ ქუდს ვიხურავთ და ამით ვაჩვენებთ, აზროვნების რომელი ტიპის გამოყენება მიგვაჩნია ეფექტურად. მაგალითად, უბრალოდ ვამბობთ, რომ ვირჩევთ შავ ქუდს, რითაც ვიღებთ იდეის განხილვის შესაძლებლობას, ოღონდ ისე, რომ „თავს არ დავესხმით“ იმ ადამიანს, რომელმაც ეს იდეა შემოგვთავაზა.

მეთოდის პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელია გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს სპეციალური ცოდნისა და უნარების გამოყენებით ჯგუფის აზროვნების გააქტიურებას და პრობლემის ეფექტურად გადაჭრას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება