მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ამის მაგალითია, სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგმა ლინდა შულაიამ შესთავაზა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. „ინგლისური ენის საღამოზე“ მოსწავლეებს, როგორც უცხო ენის ცოდნის ისე შემოქმედებითი ნიჭის და უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიებამ სკოლის დირექტორის გიორგი ანჯაფარიძის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა.
„მადლობა, ინგლისური ენის მე-7-მე-12 კლასის მასწავლებელს - ლინდა შულაიას სახალისო შემოქმედებითი ღონისძიებისთვის“,- ამბობს დირექტორი გიორგი ანჯაფარიძე.
თავის მხრივ, პედაგოგი მადლობას უხდის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.
„მადლობა ჩემს მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და სკოლას გვერდში დგომისთვის, მალე სიახლეებით ისევ დაგიბრუნდებით“, - გვეუბნება პედაგოგი ლინდა შულაია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ