მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-4გ კლასში, სემესტრის მიწურულს საზეიმო განწყობა სუფევდა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ ინტეგრირებული პროექტის - „Christmas Eve Traditions“ პრეზენტაციის დაწყებას.
„Christmas Eve Traditions“ ინგლისური ენის პედაგოგის- სალომე ჭიჭინაძის და ფრანგული ენის პედაგოგის - ნათია ბუხაიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ, პედაგოგების დახმარებით, შექმნეს ჯგუფები, მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს თემების მიხედვით, მოამზადეს საპრეზენტაციო მასალები. ნამუშევრების წარმოდგენამდე, შესრულდა მოთელვითი, სახალისო აქტივობები, რომელშიც ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო.
შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგინეს საქართველოს, ამერიკის და საფრანგეთის საახალწლო და საშობაო ტრადიციები, უპასუხეს შეკითხვებს, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
მიულოცეს ყველას ახალი წელი, შეასრულეს სიმღერა „jingle bell rocks". საზეიმო განწყობის კულმინაცია იყო ცეკვა „Best Christmas show Dance“, რომელიც ბავშვებმა დიდი მონდომებით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრას, საკლასო ოთახში „მოფარფატე“ ფიფქებმა განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
დასასრულ, უცხო ენის პედაგოგებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, რითაც პატარების გულები უსაზღვრო სიხარულით აავსეს.
მე-4გ კლასის დამრიგებელი თამილა სვანაძე გახლავთ.
პრეზენტაცია 27 დეკემბერს გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ