სიახლეები
სკოლები

თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
12-01-2023
-
+


თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და ახალი, 2023 წლის შემობრძანება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეთა სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს და მათ საინტერესო საახალწლო ღონისძიებები შესთავაზეს. მე-7დ  კლასის მოსწავლეებმა ლამაზი და საინტერესო შოუ საბავშვო ცენტრში მოაწყვეს. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის შემობრძანების სცენა შესანიშნავად, სამსახიობო ოსტატობით წარმოადგინეს.

ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებმა შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და პატარა პიესები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. მოსწავლეებმა დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

რეჟისორ-კომპოზიტორი და ზეიმის სულისჩამდგმელი - პედაგოგი ნინო ზუმბაძე გახლდათ.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი დამრიგებლის, ლიანა ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით,  სკოლის სააქტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“,  გამართეს.  მოსწავლეებმა ფანდურზე, ვიოლინოზე და სალამურზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. მათ ასევე იცეკვეს და ახალი წლის შემობრძანება სხვადასხვა კუთხეში მხატვრულად წარმოადგინეს.

გარემო საახალწლო დეკორაციებით იყო გაფორმებული, რამაც სადღესასწაულო განწყობა იქ მყოფ საზოგადოებას კიდევ უფრო აუმაღლა.

„წარმატებები საყვარელ მასწავლებელს, თვალმარგალიტა გოგო-ბიჭებთან ერთად“, - აღნიშნეს სკოლაში.

სკოლა შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება