მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N143 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და უნარების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავენ.
მასწავლებლები ბავშვებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად კი, მე-53 კლასის მოსწავლეები(დამრიგებელი ეკატერინე ქართველიშვილი), მშობლებთან ერთად, პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ.
მეხუთეკლასელებმა კინო, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს. ასევე, მხატვარ ენდი მეყანწიშვილის პერსონალურ გამოფენას - „შობის ანგელოზები“, დაესწრნენ. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებსაც გაეცნენ. მათ შორის მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ აქტივობაში და პრაქტიკული დავალება შეასრულეს - წლის სიმბოლოს - კურდღლის ფიგურა დაამზადეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა